რეგიონი
ნიკა ლაშხიას პოეზიის საღამო ზუგდიდში (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში ნიკა ლაშხიას პოეზიის საღამო ჩატარდა. ლიტერატურულ სალონში პოეტთან ერთად სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ლექსები წაიკითხეს.

,,ჩემს მშობლიურ სკოლაში არსებული ლიტერატურული სალონის წევრებმა, ბავშვებმა მომიწვიეს. ძალიან ემოციური შეხვედრა იყო, რადგან, ფაქტობრივად, ბავშვობაში დავბრუნდი, რისთვისაც მადლობა მათ. ამ სკოლის ლიტერატურულ სალონს კი არსებობის გაგრძელებას და განვითარებას ვუსურვებ.’’- აღნიშნა ლაშხიამ.

ღონისძიებას მე-8 საჯარო სკოლაში ტრადიციული სახე მიეცემა და თვეში ერთხელ სხვადასხვა პოეტის საღამო გაიმართება.

Print