რეგიონი
საკრებულომ თაზო ფაცაციას უფლებამოსილება ცნო (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მერიაში დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს ახალი წევრის თაზო ფაცაციას უფლებამოსილება ცნეს. ქალაქის საკრებულოში იგი ე.წ. "პრესოვკა-მახარაძის" უბნის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება.

დეპუტატს სხვა წევრებთა ერთად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემაც მიულოცა და აღნიშნა, რომ მას უკვე აქვს პასუხისმგებლობა თავის ამომრჩეველთან. ამასთანავე უსურვა, რომ არ იყოს ისეთი მაჟორიტარი, როგორიც მისი წინამორბედი იყო.

2016 წლის აგვისტოს ჩათვლით ზუგდიდის საკრებულოში, აღნიშნულ უბანს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ქვარაია წარმოადგენდა. მან თანამდებობა წლის 17 აგვისტოს დატოვა, რადგან ის „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა, ხოლო თაზო ფაცაციამ 2016 წლის ოქტომბერში გამართულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა. მან ამომრჩევლის 1854 ხმა მიიღო, რაც 43.84%-ია.

Print