რეგიონი
ჩხოროწყუში სახალხო ზეიმი „ჩხოროწყუობა“ გაიმართა (ვიდეო)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ცამეტივე სოფელს საკუთარი კუთხე ჰქონდა მოწყობილი, გამოფენილი იყო რეწვის და ხელნაკეთი ნივთები. დაბის ცენტრში გაშლილ ფაცხებში მეგრული კერძები მომზადდა და გაიმართა სპორტულ-კულტურული ღონისძიებები,ასევე მოეწყო ჩოხოსანთა მსვლელობა. ჩხოროწყუს გამგებელმა დავით გოგუამ ადგილობრივებს დღევანდელი დღე მიულოცა და ღონისძიების დაწყებამდე საპატიო ჩხოროწყუელები გამოავლინა.

„რაც დრო გადის,მით უფრო ლამაზდება ეს სანახაობა. დავაჯილდოვეთ ის ღვაწმოსილი ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ საპატიო ჩხოროწყუელობას“.

საპატიო ჩხოროწყუელის ტიტული რვა ადამიანს მიენიჭა, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, ასევე შრომის ვეტერანსა და ექიმს, ნოდარ ჩოკორაიას, ომისა და შრომის ვეტერანს ბონდო აბაშიძეს,ანსამბლ „ჩხოროწყუს“ სოლისტს და მოცეკვავეს ვალერი სიჭინავას, ჩხოროწყუს #2 სკოლის დირექტორს ლიანა ზერაგიას, შრომის ვეტერანს ბაკურ გულუას, ქირურგს- კოტე გობეჩიას, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუშას იაშა ჯალაღონიას.

ღონისძიებას სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანაც ესწრებოდნენ.
Print