რეგიონი
IWRP–ს კვლევა: "საქართველოში მცხოვრებ ასობით ავარ გოგონას წინდაცვეთას აიძულებენ"
“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი” (IWRP) კვლევას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ავარებს შორის გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკას ეხება.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ წინდაცვეთას ასობით ავარ გოგონას აიძულებენ. წინდაცვეთას ატარებენ ყვარლის რაიონის სოფლებში - თივიში, სარუსოსა და ჩანტლისყურეში, სადაც 3 ათასი ეთნიკური ავარი ცხოვრობს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობაში ქვეყნის ტერიტორიაზე გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მსგავსი ფაქტების შესახებ მონაცემები არ აქვთ ადგილობრივ არასამთავრობოებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც.

"ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი მოკვლევის ჩატარების პირობა დადო.

ამასთან, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ინფორმაციით, აგვისტოში ორგანიზაციამ „რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, დაღესტანში ათობით ათას ქალსა და გოგონას წინდაცვეთა აქვს ჩატარებული. კვლევის თანახმად, სასქესო ორგანოს ნაწილს ძირითადად ერთიდან სამ წლამდე ასაკის გოგონებს სახლის პირობებში აჭრიან.

Print