რეგიონი
თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში- "გამჭვირვალობის" ანგარიში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში.  ორგანიზაციის ცნობით, ასეთი შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთი

ქეთევან ხარძიანი - 2014 წლიდან მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა - ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, 2015 - ამავე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ბესიკ ჯაფარიძე ააიპ მესტიის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილეა.

გოჩა დგებუაძე - 2014 წლიდან სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე, ლალი ნადარია ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მედ. სტატისტიკოსია.

გელა კინწურაშვილი - 2015 წლიდან სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა - სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი

2015 წლის დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე, ეკატერინე ჯოჯუა ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სპეციალისტია.

მაიზერ ნანავა - 2014 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო - კომისიის თავმჯდომარე

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე, ნინო ქარჩავა ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სპეციალისტია.

ბესიკ ნაჭყებია - 2014-15 წელს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი.

2014 წლის დეკლარაციის მიხევით, მისი მეუღლე, ინგა ბერაია ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სპეციალისტი გახდა.

მურთაზ ბოკუჩავა - 2015 წლიდან ქ. ზუგდიდის მერია - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი შვილი, ნინო ბოკუჩავა ააიპ - ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის წამყვანი სპეციალისტი ხდება.

პაატა ჩაგანავა - 2014 წლიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;

2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ეკატერინე თოფურია ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის და სოციალური კვლევის

ცენტრის განყოფილების უფროსი ხდება;

ზაურ ჩართოლანი- 2014 წლიდან მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეა.

2015 წლის დეკლარაციით მისი მეუღლე, ეკა უშხვანი ა(ა)იპ მესტიის სპორტის ცენტრის სამთო და ზამთრის სპორტის სახეობების სექტორის ხელმძღვანელია;

კორნელი წურწუმია - 2013 წლიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო - ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე

2015 წლის დეკლრაციით მისი მეუღლე, ანა შოგირაძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

რუსლან კილასონია - 2012 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2014 წლიდან - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი

2012 წლის დეკლარაციის თანახმად მისი მეუღლე, ლარისა აქუბარდია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპეციალისტის პოზიციას იკავებს.


Print