პოლიტიკა
"რესპუბლიკური პარტიის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარტია დატოვა
"რესპუბლიკური პარტიის" წევრმა და მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი თოდუამ პარტია დატოვა. მისი თქმით, ის პოლიტიკაში რჩება, თუმცა, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ პარტიაში გააგრძელებს მოღვაწეობას.

"ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება იყო ძალიან რთული. ყველასთვის ცნობილია, თუ რა პროცესები მიმდინარეობს პარტიაში... უახლოეს მომავალში მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ფორმით და რომელ პარტიაში გავაგრძელებ მუშაობას", - თქვა თოდუამ.

გიორგი თოდუა "რესპუბლიკული პარტიის" წევრი 2009 წელს გახდა. მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. ამჟამად იგი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრია და ამასთან, ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას.


Print