რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა გახდა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარედ, დღეს 27 ხმით მაიზერ ნანავა აირჩიეს. თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, საკრებულოს განცხადებით 26-მა წევრმა მიმართა.

სხდომაზე განცხადება საკრებულოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა. მან ბოლო ექვსი თვის მუშაობა შეაფასა, ასევე მადლობა საკუთარ ამომრჩევლებს, თანამშრომლებს, მერიას და გუბერნიას გადაუხადა.

2014 წლიდან ამ დრომდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია იყო.

Print