რეგიონი
მესტიაში დაკარგული გერმანელის ცხედარი ნაპოვნია
2016 წლის ივლისში მესტიაში დაკარგული გერმანელი ბიზნესმენის ცხედარი სოფელ ლუჰაში ნახეს. მანქანა ენგურის ხეობაში, ხრამში იყო გადავარდნილი. ადგილზე ნაპოვნია მისი პირადი ნივთები. წინასწარი ცნობით, ბიზნესმენი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

ცხედრის იდენტიფიცირება ექპერტიზის დასრულების შემდეგ მოხდება.

კომპანია "ეპტისა"- ს წარმომადგენელს, სერგეი სმისლოვს ოჯახი რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდა.

Print