რეგიონი
ხობს თანამედროვე კულტურის სახლი ექნება (ვიდეო)
ხობის ძველ კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება. იცვლება სცენა, შიდა და გარე ინტერიერი, ეწყობა მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, განათების, გათბობის, წყლის და უსაფრთხოების სისტემები. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ხობის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს.

ხობის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 849 849 ლარია.
Print