რეგიონი
ანაკლიაში დევნილებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს (ვიდეო)
ანაკლიაში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭომ დევნილთა ადგილობრივ სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე თემატური შეხვედრა გამართა.

მისი მიზანი იყო აღნიშნული თემის ირგვლივ არსებული გამოწვევების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ჩარჩოებში.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს ზუგდიდის ოფისის უფროსის, მზევი ჯოჯუას თქმით, შეხვედრაზე ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, წყალტუბოსა და ქუთაისის მუნიციპალური სერვისის პროვაიდერები იყვნენ მოწვეულნი.

შეხვედრა პროექტ "დევნილთა ინტეგრაციის კონსოლიდაცია საქართველოში" შედგა. პროექტის ფარგლებში დევნილებს საშუალება ეძლევათ ინფორმაცია მიიღონ სამიზნე რეგიონში არსებული სერვისების შესახებ.

Print