რეგიონი
კორცხელს წყალმომარაგება ექნება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის 45% სასმელი წყლის სიმცირეს წლების მანძილზე განიცდიდა.

ქსელის რეაბილიტაცია კორცხელის 883 მოსახლეს ცენტრალური სისტემით უწყვეტ რეჟიმში წყლით უზრუნველყოფს და მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.

პროექტის ღირებულება 263 890 ლარს შეადგენს.

Print