რეგიონი
ბატალ თარბა: "სოხუმში ფორუმს რუსეთიდან 140 სტუმარი დაესწრება"
დღეს, სოხუმში, რიგით მეშვიდე, აფხაზურ - რუსული საქმიანი ფორუმი გაიხსნება. ფორუმის ორგანიზატორები არიან დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა და რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო.

დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ბატალ თარბას განცხადებით, ფორუმს, სახელწოდებით, "სტრატეგიიდან წარმატების ისტორიამდე“ რუსეთის ფედერაციიდან 140 სტუმარი დაესწრება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ფორუმის დაწყებადმე, დე ფაქტო რესპუბლიკის პოტენციალის ამსახველი გამოფენა გაიმართება.

დღის მეორე ნახევარში მუშაობა სხვადასხვა სექციებში გაგრძელდება, რომლებიც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკის სფეროებს წარმოადგენენ.

ფორუმის მუშაობის შედეგების მიხედვით, მისი მონაწილეები შემაჯამებელ განცხადებას გააკეთებენ.

Print