რეგიონი
აფხაზეთში ჰონგკონგის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
დღეიდან სოხუმში ზომიერი პანდემიის (ჰონგკონგის გრიპის) საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ სოხუმის ბავშვთა პოლიკლინიკის მთავარმა ექიმმა, ადა აბუხბამ განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტროდან მივიღეთ ვაქცინა „გრიპოლ +", რომლის შემდგენლობაში მიმდინარე წელს მოსალოდნელი ვირუსების ანტიგენი შედის. ამ კვირას სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში საყოველთაო ვაქცინაციას შევუდგებით", - აღნიშნა სპეციალისტმა.

მასობრივი ვაქცინაცია აფხაზეთში დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

Print