რეგიონი
200 ათასი ლარი საფეხბურთო კლუბ "ოდიში 1919"-ს - ცვლილებები ბიუჯეტში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში შიდა ცვლილებები შევიდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

კერძოდ, 100 ათასი ლარით შემცირდა სარეზერვო ფონდი, 60 ათასით - საკრებულოსა და გამგეობის ხარჯები, ინფრასტრუქტურული ნაწილი - 95 ათასი ლარით, 25 ათასი ლარით ნაკლები დაიხარჯება სოფლის მეურნეობის პროგრამების ხელშეწყობისთვის, ხოლო 105 ათასი ლარით - სოციალური, კულტურული ღონისძიებების სხვადასხვა მუხლი.

ზემოაღნიშნული 385 ათასი ლარი შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდა:

200 ათასი ლარი - საფეხბურთო კლუბი "ოდიში 1919".
60 ათასი ლარი - ააიპ "კეთილმოწყობის" სუბსიდირება.
20 ათასი ლარი - ააიპ განმუხურის ბოტანიკური ბაღის სუბსიდირება.
105 ათასი ლარი - სამედიცინო დახმარების პროგრამა.

Print