რეგიონი
ქალაქ ზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვა ხვალიდან დაიწყება
ქალაქ ზუგდიდის საკრებულო მოქალაქელებს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში მონაწილეობას თხოვს.

"ჩავერთოთ ამ პროცესში და ერთად შევქმნათ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. გამოიყენეთ თქვენთვის მინიჭებული უფლებები და შესაძლებლობები, რათა ბიუჯეტში მაქსიმალურად აისახოს საზოგადოების რეკომენდაციები და ინტერესები" - ამბობს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა.

საკანონმდებო ორგანო აქვეყნებს განრიგს, თუ როდის გაიმართება კომისიებში, ფრაქციებში დოკუმენტის პროექტის განხილვა, ასევე როდის და სად შედგება საჯარო დისკუსიები მომავალის წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.

17 ნოემბერი: 11:00 საათი - საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია. ამავე დღის 12:00 საათი - ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“.

13 :00 საათი - ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია.

18 ნოემბრის განრიგი:

11:00 საათი - ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. 12:00 საათი - იურიდიულ და სამადატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისია. 13:00 საათი - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია. 15:00 საათი - ფრაქცია „რესპუბლიკელები“. 16:00 საათი - ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია.

21 ნოემბერი: 14:00 საათი - ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ნაწილის განხილვა. 

22 ნოემბერი: 14:00 საათი - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ხოლო ბიუჯეტის პროექტის თემატურ საჯარო განხილვები გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რუსთაველის ქ. № 52-ში.

24 ნოემბერს 15:00 საათზე კი ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი საჯარო განხილვა გაიმართება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში.

Print