რეგიონი
შსს-მ 43 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო (ვიდეო)
შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში 1980 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,3418 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა (260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა (262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით) ემუქრება.



Print