რეგიონი
საქართველოში Aტიპის H3 ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
ლაბორატორიულად დადასტურებული A ტიპის H3 ვირუსი თბილისში დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

მისივე თქმით, იმუნიზაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ წელს 20 000 დოზა ვაქცინა შეიძინა და ამ ეტაპისთვის სამიზნე პოპულაციის 65% აცრილია.


Print