რეგიონი
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მშობლების მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის პოლიციამ სახლის მახლობლად ტყეში,ხეზე ჩამოკიდებული ნახა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

35 წლის მამაკაცმა დღეს დილით საკუთარ სახლში მშობლები მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღძრა.




Print