რეგიონი
ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქს შეხვდა
ეკლესიები აძლევენ მაგალითს პოლიტიკურ მოღვაწეებს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან მიმართებაში, ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას განაცხადა.

„საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხისთვის. ჩვენი ეკლესიები აძლევენ მაგალითს პოლიტიკური მოღვაწეებს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვათ, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს ყოფილა იმდენი დამსვენებლი რუსეთიდან, როგორც ახლა. ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. სასურველია, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი იყოს, ვიდრე არის დღეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“, - აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.

ილია მეორე მოსკოვში პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს. მან რუსეთის პატრიარქს წმინდა სამების ხატი უსახსოვრა.

პატრიარქი დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.

Print