რეგიონი
ქარმა ზუგდიდის სოფლებში სახლები დააზიანა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა. სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გამგებელი ლაშა გოგია, მისი მოადგილე მამუკა წოწერია და საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა ხვდებიან. გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, ისინი მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან.
Print