რეგიონი
მარტვილში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი აშენდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფლების ნაგვაზაოსა და ხუნწის დამაკავშირებელი ახალი რკინა-ბეტონის ხიდი აშენდა. ხიდის სიგრძე 24 მეტრია, სიგანე კი 5,4 მეტრი. მშენებლობის დასრულების შედეგად მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა. 

პროექტის ღირებულება 210 000 ლარია, სადაც დასაქმებული იყო 20 ადგილობრივი.

სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ჯ და ჯ"-მ განახორციელა.
Print