ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ტრანსგენდერ
ქალთა ცენტრი ავრცელებს
და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
14 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შედეგად მსხვერპლს მრავლობითი
დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავისა და ყელის არეში. ის ამ დრომდე
სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.
როგორც ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ტატიაშვილის
განცხადებაშია ნათქვამი, ზ.შ-ს საქმე სამაგალითო დასჯის მექანიზმით
უნდა გამოირჩეოდეს, რათა მოხდეს საქმეზე სწორი სამართალწარმოებისა და
მართლმსაჯულების განხორციელება ქვეყანაში დანაშაულებისა და
ტრანსფობიური გარემოს აღმოფხვრის პრევენციის მიზნით.
19 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაზე
პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურამ წინასასამართლო სხდომისთვის მაქსიმალური ვადა,
დაპატიმრებიდან 60 დღე მოითხოვა. ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძოების
სახით 1000 ლარის ოდენობის გირაო ითხოვა. პროკურატურა ამას არ
დაეთანხმა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ "ბრალდებულის ქცევა
საზოგადობისთვის მომატებულ საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროა მისი
იზოლირება".
წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს, 11 საათზე დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები