რეგიონი
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
აშშ არ აღიარებს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების ლეგიტიმურობას. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"აშშ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის დეფაქტო ლიდერებთან ერთიანი სამხედრო ძალის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. “შეთანხმების” ლეგიტიმურობას, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას".

სახელმწიფო დეპარატამენტი აღნიშნავს, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. უწყება რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.


Print