რეგიონი
მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის მოსმენა პარლამენტში დღეს იწყება
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 24 ნოემბერს თითოეული კომიტეტი შესაბამისი პროფილის მინისტრს მოუსმენს. 25 ნოემბერს კი მთავრობის შემადგენლობას ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებისა“ და უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში მოუსმენენ.

მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 26 ნოემბერს გავა.

მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს ორი დღის წინ წარედგინა.
Print