პოლიტიკა
სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" მრავალათასიანი ყრილობის ჩატარებისკენ მოუწოდებს
დღეს  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” როლი შეუცვლელია ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად და მნიშვნელოვანია თუ რა გზას აირჩევს ახლა პარტია - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ“ მიმართვაში აღნიშნა.

მისი თქმით, ყრილობა არის ახალი ეტაპი პარტიის ისტორიაში და ამ ეტაპის უმთავრესი გამოწვევა არის ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა.

,,ნაციონალური მოძრაობა ახლა ამზადებს ყრილობას. ყველა ჩვენი ყრილობა 2003 წლიდან მოყოლებული იყო მრავალრიცხოვანი, მრავალათასიანი. ახლა აბსოლუტურად არასწორი იქნებოდა პატარა ყრილობის მოწვევა. ჩვენ გვჭირდება მრავალათასიანი ყრილობა, რომლის დელეგატები კი არ დაინიშნებიან ზემოდან პოლიტსაბჭოს შიგნით, ვიწრო ჯგუფის მიერ, არამედ მართლა იქნება არჩეული თითოეული რეგიონალური წარმომადგენლობით, სრული დემოკრატიის პირობებში. თუ ჩვენ გვინდა ხელახლა გამარჯვებები, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს საწყისებს, გავხდეთ ისევ ჭეშმარიტად საერთო სახალხო მოძრაობა. ამისთვის თითოეულ ჩვენს აქტივისტს უნდა ქონდეს დაფასება და სრული გაგება იმის, რომ ისინი განსაზღვრავენ ჩვენს კურსს, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ამ წნეხმა გადაიარა არა თითოეულ ჩვენგანზე, არა დეპუტატებზე, არამედ სწორედ პარტიის აქტივზე. ამიტომ, მე მინდა მივმართო ჩემს მეგობრებსაც პოლიტსაბჭოში და ჩვენს აქტივისტებს: ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გახსნილი დემოკრატიული პროცესებისათვის და მე დაგიჭერთ ყველაფერში მხარს. იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი, ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ, ”- აცხადებს სააკაშვილი.
Print