რეგიონი
პროკურატურის წარმომადგენლები ძალადობის თემაზე მოსწავლეებს შეხვდნენ (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს პროკურორი ლევან სალია მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მთავარი თემა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. სალიამ არასრულწლოვანებს ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები გააცნო.

"ჩვენ დღეს მათ გავაცანით ჩვენი მიზნები, პრევენციული ღონისძიებების სახეები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ ზუგდიდის რაიონში", - აღნიშნა სალიამ.

მოსწავლეების თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია ამ საკითხის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებისთვის.
Print