რეგიონი
ზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა შედგა (ვიდეო)
ზუგდიდის მერიაში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ განხილვების დროს არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეებისგან მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინა.

ამავე სხდომაზე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ იმ საკითხების შესახებ ისაუბრა, რომლებიც, მათი აზრით, ხარვეზია. მისი თქმით, პროგრამული ბიუჯეტის პროექტი მორგებული უნდა იყოს ქალაქის გრძელვადიან განვითარებაზე. მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი კი დაკონკრეტებული არ არის.

რამდენიმედღიანი განხილვის შედეგად მიღებულ რეკომენდაციებსა და ინიცატივებს საკრებულო მერიას 26 ნოემბერს გადასცემს.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.


Print