პოლიტიკა
მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ
პრეზიდენტმა გამოსცა რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება. სესია, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს, ხვალ, 12:00-ზე გაიხსნება.

პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას უკვე გაეცნო ბიურო, რომელიც დღეს დღის ბოლოს სხდომას გამართავს.

დეპუტატები საკომიტეტო უმრავლესობა-უმცირესობისა და ფრაქციების ფორმატში, მინისტრობის კანდიდატებთან გამართულ შეხვედრებს შეაჯამებენ.


Print