რეგიონი
,,ნუ გაჩუმდები'' - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ორგანიზაციამ „სამოქალაქო აქტივობის და თანასწორობის ცენტრი“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში,ხმაურიანი აქცია სახელწოდებით „ნუ გაჩუმდები!“ ჩაატარა. ცენტრის ხელმძღვანლმა ციცინო შენგელიამ აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა საქართველოში,ხოლო საზოგადოების დიდი ნაწილი მას ყურადღების მიღმა ტოვებს და ამ პრობლემაზე არ რეაგირებს. მან აქციის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ძალადობაზე არ გაჩუმდნენ.

„ჩვენი მოთხოვნა არის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფოს მიმართ, რომ შეიქმნას სპეციალური პოლიციის ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ გენდერულ და ქალთა საკითხებზე იმუშავებს“,-განაცხადა მან.

16-დღიანი კამპანია, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას  მიზნად ისახავს.



Print