რეგიონი
საიას ზუგდიდის ოფისმა თემში არსებული პრობლემები შეისწავლა (ვიდეო)
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ზუგდიდის ოფისში საზოგადოებას პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეფექტური თვითმმართველობისთვის“ საბოლოო ანგარიში წარუდგინეს. ოფისის ხელმძღვანლის ჯანო ჭკადუას თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები 48-ვე თემში მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია მოახდინეს. მანვე აღნიშნა, რომ პროექტში ჩართული იყო ზუგდიდის გამგეობა და მათთან აქტიურად თანამშრომლობდა.

„ამ პროექტის შედეგედ გამოვლინდა ის პრობლემები, რომელიც თემში არსებობს. ეს შეეხებოდა წყალმომარაგებას, გზებს და გაზიფიცირებას. ამ საკითხებს ჩვენ გამგეობას გადავუგზავნით, რათა ბიუჯეტის დამტკიცების დროს გაითვალისწინონ“,- განაცხადა მან.


Print