რეგიონი
,,თანასწორობა ჩვენი სიძლიერეა''- აქცია-გამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)
ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ასოციაცია ,,ათინათის'' ახალგაზრდულმა ცენტრმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, აქცია -გამოფენა გამართა. ღონისძიებაზე თემატური ფოტოები და პოსტერები გამოიფინა, რომელზეც შესაბამისი სლოგანები ეწერა.

საუკეთესო ფოტოსა და სლოგანის ავტორები ფასიანი პრიზებით დასაჩუქრდნენ.

ასოციაცია ,,ათინათი'' პროექტს ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდული ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც 100-მდე ახალგაზრდა სხვადასხვა სკოლიდან და უნივერსიტეტიდან არის გაწევრიანებული.

Print