რეგიონი
ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
კუბის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალისტური რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება კასტროს ძმის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ფიდელ კასტრო კუბას თითქმის 50 წლის განმავლობაში, 1959-2008 წლებში მართავდა. მისი მხარდამჭერების თქმით, ფიდელ კასტრომ კუბა ხალხს დაუბრუნა, თუმცა, ოპონენტები მას ზეწოლასა და განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებდნენ.

Print