რეგიონი
შსს-მ მესტიაში უკანონო იარაღი ამოიღო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, მესტიაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

Print