რეგიონი
ნოემბერის ბოლომდე საქართველოში ღამით ყინვა შესუსტდება
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26-30 ნოემბერს საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, დასავლეთ საქართველოში ქარი ჩადგა და თბილი ამინდი 30 ნოემბრამდე შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაბლობში 10-15 გრადუსი იქნება. 28-29 ნოემბერს ტემპერატურა 15-17 გრადუსამდე გაიზრდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში წუხელ ღამით ყინვა დაფიქსირდა, თუმცა შემდეგ დღეებში შესუსტდება და 1-6 გრადუსი იქნება; მთაში - -2;+3; მაღალმთაში - -5; 0.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 28-30 ნოემბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11-13 გრადუსი იქნება. ღამით ყინვა შესუსტდება, თუმცა გარკვეულ რაიონებში შესაძლებელია ყინვა შენარჩუნდეს.

Print
თეგები: სითბო / ამინდი /