რეგიონი
ასოციაცია "ათინათში" კონდიტერმა ზოია აკობიამ ვორქშოფი ჩაატარა (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათისა" და განათლების სამინისტროს პროექტის "საქართველოს მოხალისეების" წევრების ორგანიზებით, ვორქშოფი ჩატარდა, რომელსაც მოწვეული კონდიტერი ზოია აკობია უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრა "ათინათში" გაიმართა.

მოხალისეებმა გამოცდილი კონდიტერისგან ტორტების მარციპანით გაფორმების ტექნიკა შეისწავლეს. ამასთან, საუკეთესო საკონდიტრო ნამუშევრის გამოსავლენად შეჯიბრი მოეწყო. გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, სამუშაო შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის მნიშვნელობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით.

Print