რეგიონი
,,ათინათში'' აქცია ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად'' მიმდინარეობს (ვიდეო)
ასოციაცია ,,ათინათი'' და სისხლის ცენტრალური ბანკი აქციას ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად'' "ათინათის" ოფისში ატარებენ. აქციის მიზანია სხვადასხვა დაავადებების დროს საჭირო სისხლის მარაგის შექმნა.

,,ნებისმიერ მსურველს 18- დან 60 წლამდე, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს, შეუძლია მობრძანდეს, გაიღოს სისხლი და გააკეთოს სიკეთე,''- ამბობს ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი სალომე გუგუჩია.

ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება სისხლის გამოკვლევები.

Print