პოლიტიკა
,,ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს
პოლიტსაბჭოს წევრები პარტიის მიერ დაგეგმილი ყრილობის დელეგატების რაოდენობასთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი.

მისი თქმით, ამ მხრივ ორი ვარიანტი განიხილება.

“აქ ლაპარაკია იმაზე, ვინ რას ელოდება ყრილობისგან. თუ ეს იქნება ყრილობა, სადაც პარტიის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგები და კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, ამ ყველაფერის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება კენჭისყრა, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. არის ვარიანტი, რომ თუ დელეგატთა რაოდენობა 2 000-ზე ოდნავ მეტი იქნება, ასე გადაწყვეტილების მიღება ასე უფრო გაადვილდება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შესაძლებელია უფრო მეტი დელეგატი იყოს და ამას წინ არაფერი უდგას. “ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერებიც ბევრი ჰყავს და წევრებიც, უბრალოდ, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდება. ყველა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომელ ვარიანტს დაუჭერს მხარს - ყრილობას, რომელიც საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული იქნება, თუ ყრილობას, რომელიც ფართო წარმომადგენლობითი იქნება, თუმცა კონკრეტული შედეგების მიღება რთული იქნება“.
Print