რეგიონი
"ახალგაზრდული სადამკვირებლო მისიის" შემაჯამებელი შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის არტ-გალერეაში პროექტის "ახალგაზრდული სადამკვირებლო მისია" წარმომადგენლებმა საზოგადოებას ჩატარებული სამუშაოების შედეგები გააცნეს. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯეს", "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის", "ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ" და "Helping hand"-ის ორგანიზებით განხორციელდა.

აღნიშნული ორგანიზაციების 60 დამკვირვებელი, ზუგდიდში, გორში და ორივე ქალაქის მუნიციპალიტეტში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს, ასევე, განმეორებითი კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდა.
შეხვედრაზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტი ორგანიზაცია "ნაციონალური წვლილი დემოკრატიისთვის" მხარდაჭერით განხორციელდა.

Print