რეგიონი
სენაკში ქალი მოკლეს
სენაკში წუხელ მკვლელობა მოხდა. შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ქალს 7 ტყვია ესროლა. მკვლელობის მოტივზე უწყებაში არ საუბრობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

Print
თეგები: შსს / მკვლელობა /