რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ ბენეფიციარებს საცხოვრებელი სახლები გადასცა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, მის მოადგილე მამუკა წოწერიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებში ჭითაწყარში, ურთაში, ცაცხვში, ოქტომბერში, ერგეტაში, ცვანესა და კოკში მცხოვრებ ბენეფიციარებს სამოთახიანი საცხოვრებელი საჩუქრად გადასცა.

წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს სახლი აუშენა.

"მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 41 სახლი არის აშენებული და პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება",- აცხადებს გამგებელი.

ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან.

პროექტის ჯამური ღირებულება 600 000 ლარია.


Print