რეგიონი
აივ/შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ზუგდიდშიც აღნიშნეს (ვიდეო)
ზუგდიდში, აივ/შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ,,ქსენონმა'' გამგეობაში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გამართა.

ღონისძიების მიზანი იყო აივ/შიდსის გავრცელების პრევენციაში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზი. ამასთან, შეხვედრაზე ზიანის შემცირების პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

დისკუსიას ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში ნებაყოფლობითი სკრინინგი აივ/შიდსსა და C ჰეპატიტზე ჩაუტარდათ.

Print