რეგიონი
ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზა თოვლის საფარისგან ინტენსიურად იწმინდება
მესტიის მუნიციპალიტეტში თოვს, თუმცა უამინდობას პრობლემები, ჯერჯერობით, არ შეუქმნია. გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, მობილიზებულია ტექნიკა და ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური საავტომობილო გზა თოვლის საფარისგან ინტენსიურად იწმინდება.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ წუთებშიც ასრულებს ცენტრალურ გზაზე გაწმენდით სამუშაოებს. რაც შეეხება შიდა გზებს, მასზე გამგეობაა პასუხისმგებელი და საჭიროების შემთხვევაში, მუშაობას დაუყოვნებლივ დავიწყებთ. ამჟამად თოვლის საფარი 30სმ-ს არ აჭარბებს, თუმცა ინტენსიურად თოვს".

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით ნალექი შენარჩუნდება, ხოლო ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა.

Print