რეგიონი
ზუგდიდში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნება
ზუგდიდის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი საბჭო შეიქმნება. სამართლებრივი აქტი ქალაქის საკრებულომ ადმინისტრაციულ წარმოებაში დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ინიციატივა ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას ეკუთვნის.

დებულების მიხედვით, საბჭო წარმოდგენილი იქნება, როგორც სათათბირო ორგანო და ის შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებებლი პირობების შექმნაზე იმუშავებს. საბჭო 14 წევრისგან, მათ შორის, მერიის სამსახურის უფროსებისგან და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული. მას ქალაქის მერი უხელმძღვანელებს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საბჭოს სხდომები თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ გაიმართება.

Print