რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ მარტოხელა დედას სახლი გადასცა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჭითაწყარში მცხოვრებ მარტოხელა დედას ნათია ქენქაძეს სამოთახიანი საცხოვრებელი სახლი  გადასცა. ნათიას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი აუტისტია.

სახლების გადაცემის პროცესში მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.

წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს სახლი აუშენა. ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან. პროექტის ჯამური ღირებულება 600 000 ლარია.

Print