რეგიონი
ზუგდიდში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დაიშალა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სამივე წევრმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა. შესაბამისად ფრაქცია "რესპუბლიკელები" დაიშალა და მის ნაცვლად ახალი ფრაქცია "ზუგდიდი" შეიქმნა.

ყოფილი "რესპუბლიკელის" და საკრებულოს წევრის თენგიზ ქოჩუას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიიღეს, თუმცა მისივე განცხადებით, არჩევანის გაკეთება მტკივნეული იყო.

"ამ ეტაპზე არც ერთ პარტიაში არ ვაპირებთ გაწევრიანებას, თუმცა აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ მუშაობას".

ცნობისთვის, "რესპუბლიკურ პარტიაში", მას შემდეგ, რაც 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარტია პარლამენტს მიღმა დარჩა, არაერთი ცვლილება განხორციელდა. ათობით წევრთან ერთად, ის პარტიის ერთ- ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც დატოვა.

Print