რეგიონი
სვანეთის გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის (კმ71-კმ188) მონაკვეთზე, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შეზუდვები რჩება.

კერძოდ, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები, ხოლო, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Print