რეგიონი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - დათო ნიკოლეიშვილი წარუდგინა. მღებრიშვილმა მასთან ერთად სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.

„სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ თანამდებობის დაკავება ჩემთვის უაღრესად საპასუხისმგებლოა. მთელ ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ენერგიას იმისკენ მივმართავ, რომ განხორციელდეს დაგეგმილი რეფორმები და სასაზღვრო პოლიცია ჩამოყალიბდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, წარმატებულ სტრუქტურად,’’- აღნიშნა უწყების ახალმა ხელმძღვანელმა.

Print