რეგიონი
„ამცახარას“ თავმჯდომარე ასლან ბჟანია გაათავისუფლეს
სოჭში დაკავებული, ოპოზიციური ძალების ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი, ასლან ბჟანია გაათავისუფლეს და ის სოხუმში დაბრუნდა. დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციური ბლოკის „ამცახარას“ წარმომადგენლების განცხადებით, ინცინდენტის დროულად მოგვარება და სიტუაციის განმუხტვა, მხოლოდ „აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩის“ სემიონ გრიგორიევის ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

პარტიის განცხადებით, 4 დეკემბერს, ბჟანია ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე საპასპორტო კოტროლის დროს დააკავეს. მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ჯერ კიდევ მანამდე ეძებდნენ გამოგონილ საბაბს მის დასაკავებლად. „ამცახარაში“ მიაჩნიათ, რომ ამ დაკავების უკან დე ფაქტო ხელისუფლება დგას.

ასლან ბჟანიას განცხადებით, „ის მზადაა უფრო დეტალურად ესაუბროს ჟურნალისტებს მომხდარის შესახებ", გარდა ამისა, უახლოეს დღეებში რამდენიმე დოკუმენტსაც გამოაქვეყნებს. 

ოპოზოციური ბლოკის თანათავმჯდომარე, მანამდე, აფხაზეთის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2014 წელს კენჭს იყრიდა „პრეზიდენტის პოსტზე“. თუმცა, რაულ ხაჯიმბას გამარჯვების შემდეგ, ბლოკში გაერთიანდა.
Print