რეგიონი
დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს ის საგრანტო პროგრამები გააცნეს, რომელთაც საელჩო აცხადებს.

დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამა სამ სხვადასხვა - მეწარმეობის, სამოქალაქო ჩართულობისა და მასმედიის განვითარების - მიმართულებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებულია წიგნის თარგმნისა და Alumni outreach-ის პროგრამები.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ და მივიღეთ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მომზადდეს საპროექტო განაცხადი", - აღნიშნა "სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ადმინისტრირებას აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება, ელჩის მოადგილისა და განყოფილების ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით ახორციელებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის პროექტების ჩაბარების ბოლო ვადა 2017 წლის 13 იანვარია.
Print