რეგიონი
გაიზარდა თუ არა ფასები პროდუქტზე ? (ვიდეო)
სურსათზე ფასების მომატებაზე ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები საუბრობენ. შაქრის, ყველის, ზეთის, ქათმის, ყავისა და სხვა პროდუქტების ფასი, ბოლო ერთი თვეა, იზრდება. მათი უმრავლესობა ვარაუდობს, რომ მალე პურის ფასიც გაიზრდება. მოვაჭრეები ამ ფაქტს ლარის გაუფასურებას უკავშირებენ.

"ფასების მომატება დოლარის გაზრდამ გამოიწვია. ეს, ალბათ, მთავრობის ბრალია. ყველაფერმა მოიმატა, მაგალითად, შაქარმა 20 თეთრით", - თქვა რადიო "ათინათთან" ერთ-ერთმა მათგანმა.

მათივე თქმით, ბაზარში მყიდველების რაოდენობა შემცირდა. მოვაჭრეებს მდგომარეობის გამოსწორების იმედი არ აქვთ და ამბობენ, რომ პრობლემებზე საუბარს აზრი არ აქვს.

"ცუდის მოლოდინში ვართ. ისეთ რაღაცეებს ადგენენ. ხალხს ფული არ აქვს, მუშაობა არ არის. გლეხმა რა უნდა ქნას?", - აღნიშნეს მოვაჭრეებმა.
Print